გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კალა კალაძე: 15 დეკემბერს ნაძვის ხის ანთება ტრადიციაა და ეს ჩემი მოგონილი არ არის

12-11-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 15 დეკემბერს ნაძვის ხის ანთება ტრადიციაა და ეს თბილისის მერიისა და მისი მოგონილი არ არის.

მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებებისთვის მომზადება დაახლოებით 10 დეკემბრიდან იწყება.

„წერილზე, რომელიც შემოიტანა ზაზა სარალიძემ, ვალდებულნი ვიყავით სამი დღის განმავლობაში პასუხის გაგვეცა. გვქონდა ეს ვალდებულება იმიტომ, რომ დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში. შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს არის ნაძვის ხის ანთება, რომელიც ტრადიციაა და ეს კახა კალაძის ან თბილისის მერიის მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია და შესაბამისად, ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება, რომელიც დაახლოებით 10 დეკემბრიდან იწყება.

ჩვენ ვსაუბრობთ დეკემბერზე, დაელოდეთ კიდევ ერთი თვე. შემდეგ კი გადაწყვეტილებას, რომელსაც დედაქალაქის მთავრობა მერთან ერთად და მოსახლებასთან ერთად მიიღებს, ცნობილი იქნება თქვენთვის და საზოგადოებისთვის,"-განაცხადა კახა კალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30