გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

12-11-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გერტ-ჰინრიჰ არენსს შეხვდა.


საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, საპრეზიდენტო არჩევნებსა და მოსალოდნელ მეორე ტურს.


პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართულობას მიესალმება.


აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩაიარა და ანალოგიურად, თავისუფალი და გამჭვირვალე გარემო იქნება უზრუნველყოფილი არჩევნების მეორე ტურისთვის.


შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა არასამთავრობო ორგანიზაციების როლს წინასაარჩევნო გარემოსა და კანდიდატებს შორის არსებული კონკურენციის ობიექტურად შეფასების პროცესში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30