გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: საბედნიეროდ, ამუშავდა კანონი ცილისწამების წინააღმდეგ. ამიტომაც, „ტვ პირველს“ პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე მოუწევს

30-07-2025

„ტვ პირველი“ რომ სიცრუით, დეზინფორმაციითა და ცილისწამებით გაჯერებული, დაქოქილი ჯონჯოლიებით მანქანაა - ეს საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანია ცნობილია. ბოლო პერიოდში მათ კვლავ გაავრცელეს მორიგი ცილისწამება და ტყუილი - თითქოს ბანკი „ქართუ“ SWIFT სისტემიდან გათიშეს და თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ამ ბანკს ქონების გადასამალად იყენებს“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საბედნიეროდ, ამუშავდა კანონი ცილისწამების წინააღმდეგ. ამიტომაც, „ტვ პირველს“ პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე მოუწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად მატყუარებსა და ცილისმწამებლებს, სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.


„ტვ პირველი რომ სიცრუით, დეზინფორმაციითა და ცილისწამებით გაჯერებული, დაქოქილი ჯონჯოლიებით მანქანაა - ეს საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანია ცნობილია. ბოლო პერიოდში მათ კვლავ გაავრცელეს მორიგი ცილისწამება და ტყუილი - თითქოს ბანკი „ქართუ“ SWIFT სისტემიდან გათიშეს და თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ამ ბანკს ქონების გადასამალად იყენებს. საბედნიეროდ, ამუშავდა კანონი ცილისწამების წინააღმდეგ. ამიტომაც, „ტვ პირველს“ პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე მოუწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად მატყუარებსა და ცილისმწამებლებს სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - წერს გვენეტაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31