გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: „ლელოში“ დიდი ჩხუბია ამ წუთებში, ცენტრალურ ოფისში - ბანერი დაუბეჭდავთ, 100 000 დანგრეული სახლია თბილისშიო, არადა, 10 000 უნდა ყოფილიყო ბანერზე, ვეღარ ასწრებენ თურმე ახალი ბანერის დაბეჭდვას

31-07-2025

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ლელოში“ არსებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.


მისი განცხადებით, „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ ბანერი არასწორად დაბეჭდეს და ამ შეცდომას ერთმანეთს აბრალებენ.

„ლელოში“ დიდი ჩხუბია ამ წუთებში, ცენტრალურ ოფისში. ბანერი დაუბეჭდავთ, 100 000 დანგრეული სახლია თბილისშიო, არადა ამ დროს 10 000 უნდა ყოფილიყო ბანერზე.


ვეღარ ასწრებენ თურმე ახალი ბანერის დაბეჭდვას, ერთმანეთს აბრალებენ შეცდომას და მიდის გაწევ-გამოწევა. ბანერი ვერ დაბეჭდენ და ესენი არჩევნებს მოიგებენ?“, - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930