გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე: აღნიშნული დოკუმენტი შევა საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი

4-08-2025

საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა წარედგინება პარლამენტს. ამ დასკვნის საფუძველზე ცალსახად დადგინდება, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა დანაყოფებმა შექმნეს: სისტემური ძალადობა, მოქმედებდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, სჩადიოდნენ დანაშაულებს - არა მხოლოდ წარსულში, არამედ ახლაც. საკითხი დიდი ხანია გასცდა პოლიტიკური დისკურსს - ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, სამართლის და ღირსების საკითხი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მოღალატე პარტიებსა და პერსონებს აღარასდროს უნდა ჰქონდეთ ადგილი ქართულ პოლიტიკაში. მათი არსებობა შეურაცხყოფს საზოგადოებას, სამართალს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.


„საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა წარედგინება პარლამენტს. ამ დასკვნის საფუძველზე ცალსახად დადგინდება, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა დანაყოფებმა შექმნეს სისტემური ძალადობა; მოქმედებდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ; სჩადიოდნენ დანაშაულებს — არა მხოლოდ წარსულში, არამედ ახლაც. საკითხი დიდი ხანია გასცდა პოლიტიკური დისკურსს — ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, სამართლის და ღირსების საკითხი. აღნიშნული დოკუმენტი შევა საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი — მომენტი, როცა სახელმწიფომ ხმამაღლა უნდა თქვას: მოღალატე პარტიებსა და პერსონებს აღარასდროს უნდა ჰქონდეთ ადგილი ქართულ პოლიტიკაში. მათი არსებობა შეურაცხყოფს საზოგადოებას, სამართალს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.


P.S. ისტორიულ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და „აგენტოკრატია“, როგორც ქართული პოლიტიკის სირცხვილი“, - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031