გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი საკვების მოპარვისთვის მოხსნეს

13-11-2018

თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორი სხვადასხვა დარღვევისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩამონათვალში მოხვდა თბილისის 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელები. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 


ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძეს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი 4 სახის დარღვევა გახდა, რაც მენიუს შეცვლას, საქმის წარმოებაში გადაცდომებს, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმებასა და ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვას ეხება.

 

კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ ბაღების შემოწმება მომავალშიც გაგრძელდება. 


მანამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის მენეჯერი დისციპლინური ნორმების დარღვევის მიზეზით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31