გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჰააგაში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სრულად უზრუნველვყოფთ

13-11-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ჰააგაში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სრულად უზურველყოფს.

 

ამის შესახებ მან ჰააგის სასამართლოში, საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

„ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გვქონდა  და საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პარლამენტში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების დაბარებას, პარლამენტის თავმჯდომარე ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

 

„თუ ამ ინიციატივის საფუძველი არის ის სპეკულაციები, რომელიც არის დაგეგმილი რუსი პიარტექნოლოგების მიერ, ბუნებრივია, ამ საჭიროებას ვერ ვხედავ. არ შეიძლება სპეკულაციები ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამითაც გამოირჩევა ამ წინასაარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც ზოგადად, რომ ის სპეკულირებს ისეთ თემებზეც კი, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031