გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძის მიერ უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემაზე - ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა

7-08-2025

ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან.


„ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა არავითარი თანხის გადახდა გერმანიის ელჩის მხრიდან. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია გაირკვეს სიმართლე და შესაბამისად, უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი, ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31