გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ

7-08-2025

დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო. საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანასა და მათი გადაჭრის უზრუნველყოფაში,  -  განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარდგენის ღონისძიებაზე.

  

მისი განცხადებით, სწორედ საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა. კობახიძემ წარმატებები უსურვა თითოეულ კანდიდატს და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, დედაქალაქის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო, თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში შეიტანეს.

დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების - საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031