გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ შიდა ქართლის მერობის კანდიდატები წარადგინა: გორში კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში ზაზა გულიაშვილი, კასპში ვახტანგ მაისურაძე, ხაშურში კი - პაატა ჩადუნელი

11-08-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინა.


მისი განცხადებით, შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან, გორში, ქარელსა და კასპში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარადგენს, ხოლო, ხაშურში - ახალ კანდიდატს, პაატა ჩადუნელს.


„შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში.


ესენია: 👇 

✔️ გორში: კონსტანტინე ბუზალაძე

✔️ ქარელში: ზაზა გულიაშვილი

✔️ კასპში: ვახტანგ მაისურაძე

✔️ ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება“, - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728