გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ფიდელიტასის“ პრეზიდენტი იშტვან მოჰაჩი ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდულ ბანაკს ეხმაურება და გიორგი ჩაკვეტაძეს პროექტის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის

13-08-2025

„ფიდელიტასის“ პრეზიდენტი იშტვან მოჰაჩი ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდულ ბანაკს ეხმაურება და გიორგი ჩაკვეტაძეს პროექტის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.


„ზაფხულში „ფიდელიტასის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სფეროებში.


ჩვენ შევძელით შესანიშნავი პარტნიორობის დამყარება პრეზიდენტ გიორგი ჩაკვეტაძესთან, რადგან ყველასთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე განვავითაროთ მჭიდრო ურთიერთობები ქართველ და უნგრელ ახალგაზრდებს შორის - რითაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდა უნგრელები „ფიდელიტასიდან“ საქართველოს ეწვივნენ. მათ გიორგი ჩაკვეტაძისგან საჩუქარი - საქართველოს ხელმოწერილი დროშა გადმომცეს. მადლობა ქართული დროშისთვის, რომელიც გამომიგზავნეთ - ეს უაღრესად ღირებული და გულწრფელი გულისხმიერებაა!

მალე უნგრელი და ქართველი პატრიოტი ახალგაზრდები პირადად შეხვდებიან ერთმანეთს ბუდაპეშტში, „ფიდელიტასის“ კონგრესზე!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031