გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ საგარეჯოს მერობის კანდიდატი ვახტანგ კაკუტაშვილი: მაქვს სურვილი, ჩავერთო ჩემი რაიონის განვითარებაში და მეტი სიკეთე მოვუტანო მას

13-08-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ვახტანგ კაკუტაშვილი იქნება, რომლის განცხადებითაც, მერობის კანდიდატად წარდგენას დათანხმდა, რადგან აქვს სურვილი, საკუთარ რაიონს მეტი სიკეთე მოუტანოს.


კაკუტაშვილის თქმით, მთავრობის ხელშეწყობით, საგარეჯოში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა და მას, როგორც ადგილობრივს, მერად არჩევის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, საგარეჯოს რაიონის განვითარებაში ჩაერთოს.


„ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა მთავრობის ხელშეწყობით და ამიტომაც დავთანხმდი ამ შემოთავაზებას, რომ ვარ ადგილობრივი, შესაბამისად, მეც მაქვს სურვილი, ჩავერთო ჩემივე რაიონის განვითარებაში და მეტი სიკეთე მოვუტანო რაიონს." - განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031