გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე გია ნოდიას, რომან გოცირიძისა და დავით დარჩიაშვილის განცხადებებზე: წავიდა მათი ღვარძლიანი ნიაღვარი პრეზიდენტ ტრამპის მიმართულებით, ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვასაც ნატრულობდა

17-08-2025

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგ-პროპაგანდისტთა განცხადებებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.


ნიკოლეიშვილის თქმით, ნოდია, დარჩიაშვილი და გოცირიძე სწორედ ის ხალხია, რომელიც ნატრობდა და ახლაც ნატრობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას.


„რას გადაწყვეტს ზელენსკი, უფრო სწორედ კი მისი ევროპელი ბატონები და „დიფ სთეითი,“ დათანხმდებიან თუ არა ომის დასრულებას ჯერჯერობით უცნობია. ბევრ მიზეზთა გამო შესაძლოა ომი ისევ გაგრძელდეს, გაგრძელდეს კაცის კვლა, სისხლის ღვრა, ქალაქების ნგრევა და უბედურება, მაგრამ სამაგიეროდ გაიზრდება ომის მომხრე, კაცთმოძულეთა ანგარიშები და ფინანსები. ასეთი სცენარის განვითარების სურვილს, საქართველოში მყოფი უსამშობლოები როგორ ჩამორჩებოდნენ, შესაბამისად წავიდა მათი ღვარძლიანი ნიაღვარი პრეზიდენტ ტრამპის მიმართულებით, აქაოდა, როგორ ბედავს ამერიკის პრეზიდენტი მშვიდობაზე საუბარს, როცა რუსებთან ბრძოლა თურმე ბოლო უკრაინელამდე შეიძლებაო.


ეს ის ხალხია, რომლებიც საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვასაც ნატრულობდნენ და ახლაც ნატრულობენ, ოღონდ არა საკუთარი ოჯახის წევრების მონაწილეობით, ასეთ შემთხვევაში ქართველები, საქართველო კი მათ არ ენაღვლებათ.


ჩემი ნება, რომ იყოს ამ კატეგორიის „ხალხს“ უკრაინის ფრონტზე, წინა ხაზზე გავყრიდი, მანამდე კი რომელიმე ქართულ სამხედრო პოლიგონზე დღე და ღამე სანგრებს ვათხრევინებდი პატარა ბავშვის სათამაშო ნიჩბებით, არ მგონია ჭკუაზე მოსულიყვნენ, თუმცა კარგი პრეცედენტი იქნებოდა მათნაირად „მოაზროვნებისათვის,“ რახან სხვის მსხვერპლეშეწირვაზე და დასფლავებაზე ფიქრობენ, მანამდე მიწაზე მუშაობაც, სანგრების თხრით ისწავლონ“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031