გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას

19-08-2025

ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის" შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ევროკავშირის ათამდე ქვეყანას უსწრებს არაერთი პარამეტრით. 


„ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ოცეულშია ფაქტობრივად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანას ვუსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, პოლიტიკური თამაშებია, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს არის განსხვავებული ვითარება, ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე. მაქვს იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031