გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ახლა იდარდოს დესტრუქციულმა ოპოზიციამ, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური იქნება უკომპრომისო მებრძოლი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ

24-08-2025

ახლა იდარდოს დესტრუქციულმა ოპოზიციამ, მდინარაძის ხელმძღვანელობით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური იქნება უკომპრომისო მებრძოლი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


ნინო ფოჩხუა ულოცავს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნას და აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახური მისი ხელმძღვანელობით იქნება უკომპრომისო მებრძოლი საქართველოს მტრების წინააღმდეგ.


„ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას. წარსულში მამუკა მდინარაძე რა პოსტსაც არ იკავებდა, ყველგან გამოიჩინა თავი, როგორც პრინციპულმა და მებრძოლმა საჯარო მოხელემ. ახლა იდარდოს დესტრუქციულმა ოპოზიციამ, მდინარაძის ხელმძღვანელობით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური იქნება უკომპრომისო მებრძოლი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ამ ახალ საპასუხისმგებლო პოსტზე მამუკა დიდ წარმატებას მიაღწევს“,- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930