გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: მამუკა მდინარაძის პროფესიული ბიოგრაფია ქმნის მყარ საფუძველს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობა განახორციელოს მაღალი სტანდარტებით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი მიდგომით

24-08-2025

მამუკა მდინარაძის პროფესიული ბიოგრაფია ქმნის მყარ საფუძველს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობა განახორციელოს მაღალი სტანდარტებით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი მიდგომებით, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


დავით ჩიხელიძის განცხადებით, „მამუკა მდინარაძის მიერ დაგროვილი გამოცდილება და მართვის უნარი დამატებით გარანტიას იძლევა, რომ უწყება შეძლებს ახალი გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას და სახელმწიფო ინტერესების დაცვას“.


„მმართველმა გუნდმა უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად მამუკა მდინარაძე წარადგინა, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მისი მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილებითა და სამართალდამცავ სტრუქტურებში მოღვაწეობის პრაქტიკით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან და მიზანმიმართულ საქმიანობას.


მამუკა მდინარაძის პროფესიული ბიოგრაფია ქმნის მყარ საფუძველს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობა განახორციელოს მაღალი სტანდარტებით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი მიდგომებით. მისი ხელმძღვანელობით განსაკუთრებული.


აქცენტი გაკეთდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებაზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე.


მდინარაძის მიერ დაგროვილი გამოცდილება და მართვის უნარი დამატებით გარანტიას იძლევა, რომ უწყება შეძლებს ახალი გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას და სახელმწიფო ინტერესების დაცვას. მისი ხელმძღვანელობით უსაფრთხოების სამსახური განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება როგორც ინსტიტუციურად, ისე ფუნქციურად“,- წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031