გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

25-08-2025

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვის მიღება სურდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ და მოქალაქე დაარწმუნეს, რომ ვითომდა მათი თანამდებობრივი გავლენების გამოყენებით თბილისის მერიისგან მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რაშიც 70 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.


მოთხოვნილი თანხის ნაწილის აღებისთანავე, საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავა.


დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ორივე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031