გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატი ჭაბუკი ჭაბუკიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

25-08-2025

„გუნდთან ერთად, განვახორციელეთ ძალიან ბევრი კარგი პროექტი, ინფრასტრუქტურული, კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით დაწყებულ საქმეებს ვასრულებთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ჭაბუკი ჭაბუკიანმა განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ცაგერში ყველა მიმართულებით მუშაობენ, თუმცა, ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით, სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები ისევ პრიორიტეტად რჩება. ასევე, ყურადღება დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


„განვახორციელეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მრავალი პროექტი, ასევე, წყალმომარაგების და სპორტული მოედნების. აშენდა 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი. ახლაც მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის და სოფელ ბარნალის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია. შენდება 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელებით, საშხაპეებით, რომელიც მოემსახურება სპორტულ აქტივობებს. ჩვენ სპორტული კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით მშენებლობებს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930