გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

27-08-2025

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.


ამჯერად, მერობის კანდიდატი სოფელ ცურტავის, ფარიზისა და დაბა თამარისის მოსახლეობას შეხვდა, გააცნო საკუთარი სამოქმედო გეგმები და ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ჭითანავამ მოსახლეობასთან განიხილა მიმდინარე პროცესები და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.


„მჯერა, რომ 4 ოქტომბერს კვლავ გავიმარჯვებთ და ჩვენი გუნდი გააგრძელებს საქართველოსა და ბოლნისის უკეთესი მომავლის მშენებლობას“, – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი აგრძელებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას და აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს მოსახლეობის რეალური საჭიროებები და ამის მიხედვით განსაზღვროს მომავალი საქმიანობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031