გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ადამიანთა შრომით ექსპლუატაციას ეწეოდა

14-11-2018

უკრაინის პოლიციამ ოდესის ოლქში გამოავლინა დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც 100-მდე ადამიანის შრომით ექსპლუატაციას ეწეოდა. როგორც უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა, სერგეი კნიაზევმა განაცხადა, დაკავებულია დაჯგუფების 13 წევრი.


დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც, გამოძიების ცნობით, მეუღლესთან, უკრაინის მოქალაქესთან ერთად ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ დაჯგუფებას. მათ ორგანიზებული ჰქონდათ სასოფლო სამეურნეო საწარმო, რომლისთვისაც რამდენიმე წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების გარეშე ამუშავებდნენ ასამდე ადამიანს.


უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ეძებდნენ სოციალურად დაუცველ პირებს, ჰპირდებოდნენ  დასაქმებასა და  ყოველდღიურ ანაზღაურებას, ასევე საცხოვრებელსა და კვებას. ადგილზე მიყვანის შემდეგ კი, ართმევდნენ ტელეფონებს, დოკუმენტებს და ანაზღაურების გარეშე მუშაობას აიძულებდნენ. დაზარალებულთა შორის 14-დან 67 წლამდე პირები იყვნენ, რომლებსაც ანტისანიტარიის პირობებში აცხოვრებდნენ, ასევე ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.


უკრაინის პოლიციის განცხადებით, დამნაშავეები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სამუშაოდ წასაყვანად მიკროავტობუსში ახალ „დასაქმებულებს“ სვამდნენ.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031