გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: დასკვნაში აღწერილი საზარელი მკვლელობებისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია შსს-ს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან და მაღალჩინოსნებთან

2-09-2025

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დასკვნაში აღწერილი საზარელი მკვლელობებისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან და მაღალჩინოსნებთან, რომლებიც, დანაშაულის ჩადენისას, მოქმედებდნენ ცალკე ან თავდაცვის სამინისტროს ან სასჯელაღსრულების სისტემის ან/და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად.


მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოსა და უცხოეთში გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში შესაძლებელი გახადა პოლიციის ხელში მოხვედრილი პირის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა წარმოადგენდა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდასა და მითს.


„მის ხელთ არსებული ფაქტების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაანალიზების შედეგად, საგამოძიებო კომისია ადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საქართველოსა და უცხოეთში გავრცელებული ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობების აგებისა და სხვა ნოვატორული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში შესაძლებელი გახადა პოლიციის ხელში მოხვედრილი პირის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა წარმოადგენდა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდასა და მითს. წინამდებარე დასკვნაში აღწერილი საზარელი მკვლელობებისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმე დაკავშირებულია სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან და მაღალჩინოსნებთან, რომლებიც დანაშაულის ჩადენისას, მოქმედებდნენ ცალკე ან თავდაცვის სამინისტროს ან სასჯელაღსრულების სისტემის ან/და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031