გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, შეხვედრაზე სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ

8-09-2025

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს.


ამჯერად ის ტიმოთესუბნის, მზეთამზის, დაბის და დაბა წაღვერის მცხოვრებლებს შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.


„აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს.


ამჯერად სოფლების – ტიმოთესუბნის, მზეთამზის, დაბის და დაბა წაღვერის მცხოვრებლებს შევხვდი.


დღეს შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულთან სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ზაალ გელაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანტონ ობოლოაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან, პარტია „ქართულო ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან, მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ეკატერინე ორჯონიკიძესთან ერთად სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ.

მოგეხსენებათ, სულ ახლახან დასრულდა დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია. ახალი რეკრეაციული სივრცე 10 500 კვ მ ფართობზე განთავსდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცეები გაკეთდა: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფოტოგადაღების ჯიხური, კომერციული ობიექტები, ასევე, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სპორტული მოედანი და სხვა.

მჯერა, რომ ჩემს გუნდთან, ბორჯომელებთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ”, – წერს მამუკა გელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031