გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი „ჰექსოგენის“ საქმეზე: უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები სააკაშვილის საქართველოში შემოპარებაში, კონკრეტულად ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დღეს მაღალ პოზიციაზეა უკრაინის დაზვერვის სამსახურში

13-09-2025

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა „ჰექსოგენის“ საქმეზე და განაცხადა, რომ არავისთვის არ იქნებოდა გასაკვირი აღნიშნულ საქმეში კვლავ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.


მაჭავარიანის განცხადებით, „ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყნად“.


„ეს არავისთვის გასაკვირი არ არის, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარებაში, კონკრეტულად ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას, რომელიც ვანო მერაბიშვილის მოადგილე გახლდათ და დღეს იკავებს ძალიან მაღალ პოზიციას, უკრაინის დაზვერვის სამსახურში და ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყნად, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა იმუშავა მაღალ დონეზე“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728