გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: 700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი „კრიშის“ და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის გარეშე - აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!

16-09-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საქართველოს პროკურატურის მიერ სუს-თან ერთად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ერთი პირის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ამხელა თანხის გათეთრება შემთხვევით არ ხდება.


ფოჩხუა ინტერესდება, ხომ არ იყო ეს თანხა არეულობის დასაფინანსებლად გამიზნული და ოპოზიციასთან თანამშრომლობაში მყოფი, მმართველი გუნდიდან „გაყრილებისგან დაკრიშული“.


„700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი „კრიშის“ გარეშე და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის მიღმა (აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!)
ხომ არ იყო ეს თანხა არეულობის დასაფინანსებლად?


ხომ არ იყო ეს სქემა ოპოზიციასთან მოთანამშრომლე გაყრილებისგან „დაკრიშული“? ბევრი კითხვაა, კვალს კი ჯიუტად დაგეგმილი არეულობისკენ მივყავართ...“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728