გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე GCRT დირექტორზე: ამ უწყინარი სახის ქალბატონის ორგანიზაცია ჯარიმების თანხებს უხდიდა მათ, ვინც კანონს შეგნებულად არღვევდა, პოლიციელებს ებრძოდა და ახლა ნახეთ მისი „ლოგიკა“ ამბობს რომ არ ხდებოდა არანაირი ძალადობრივი ქმედების წახალისება

17-09-2025

„როდესაც მოძალადეს და კანონდამრღვევს სისტემატურად უფარავს ჯარიმების თანხას, რომელსაც აქვს პრევენციული ხასიათი, რომ მან მსგავსის ჩადენისგან თავი შეიკავოს, შენ ჯარიმების დაფარვით რისკენ უბიძგებ მას? მიდი კიდევ იძალადე, დაარღვიე კანონი, ნუ გეშინია მე დაგიფარავ ჯარიმის თანხას“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ადამიანის უფლებათა სახლის“ თავმჯდომარის გამოკითხვას, სადაც ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ „ადამიანების მხარდაჭერა, მათ შორის ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა, ლეგიტიმური საქმიანობაა“.


როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ამ აღიარებით აღნიშნულმა ორგანიზაციამ ნებსით თუ უნებლიეთ დაადასტურა ძალადობრივ აქციებში საკუთარი ფინანსური თანამონაწილეობა.


„ამ უწყინარი სახის ქალბატონის ორგანიზაცია ჯარიმების თანხებს უხდიდა მათ ვინც კანონს შეგნებულად არღვევდა, წვავდა, ამტვრევდა, პოლიციელებს ებრძოდა და ახლა ნახეთ მისი „ლოგიკა“. ამბობს, რომ „არ ხდებოდა არანაირი ძალადობრივი ქმედების წახალისება“. როდესაც მოძალადეს და კანონდამრღვევს სისტემატურად უფარავს ჯარიმების თანხას, რომელსაც აქვს პრევენციული ხასიათი, რომ მან მსგავსის ჩადენისგან თავი შეიკავოს, შენ ჯარიმების დაფარვით რისკენ უბიძგებ მას? მიდი კიდევ იძალადე, დაარღვიე კანონი, ნუ გეშინია მე დაგიფარავ ჯარიმის თანხას. ამ აღიარებით აღნიშნულმა ორგანიზაციამ ნებსით თუ უნებლიეთ დაადასტურა ძალადობრივ აქციებში საკუთარი ფინანსური თანამონაწილეობა, როგორც მინიმუმ“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031