გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: შევამოწმებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ კორპუსში სამომავლოდ ცხოვრება

15-11-2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დედაქლარის მერია და გამგეობა დაემხარება.

 

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები შეამოწმებენ, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება იმ კორპუსში ცხოვრება, სადაც აფეთქება მოხდა.

 

„გვერდით კორპუსებზე არანაირი პრობლემა არ არის. იმ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა ადამიანები გამოყვანილი არიან საცხოვრებელი სახლებიდან და გადაყვანილი იქნებიან სხვადასხვა მისამართებზე. ამის უზრუნველყოფას დედაქალაქის მერია და გამგეობა გააკეთებს. ასევე, ჩვენ შევამოწმებთ რამდენად უსაფრთხო იქნება ამ საცხოვრებელ კორპუსში სამომავლოდ ცხოვრება. თუ დამატებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, გამაგრებითი სამუშაოები მაქვს მხედველობაში,  ყველაფერს თავის თავზე აიღებს დედაქალქის მერია და გამგეობა,“ - განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გაზის ბალონის გაჟონვის შედეგად აფეთქება ფონიჭალაში დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930