გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: გასაჯაროვდა მილიონიანი გარიგება „ნაცმოძრაობასა“ და ამერიკულ იურიდიულ კომპანიას შორის, რაშიც 360000 დოლარი გადაიხადა „ნაცმოძრაობამ“ - 13 წელია ამხელა ფულს ხარჯავს ლობიზმში, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნების მიზანს ვერ აღწევს

18-09-2025

როგორც ყოველთვის, ახლაც გასაჯაროვდა მილიონიანი გარიგება „ნაცმოძრაობასა“ და ამერიკულ იურიდიულ კომპანიას შორის, რაშიც 360000 დოლარი გადაიხადა „ნაცმოძრაობამ“. ეს გარიგება კი სულ ახლახან გაფორმდა, 2025 წლის 7 ივლისს. მოვალეობები იგივე, რაც ადრე, დიპლომატიური მხარდაჭერა აშშ-ში და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა, - ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა FARA-ს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას.


ფოჩხუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანს წარმოადგენს, რომ იტივტივონ ქვეყნის პოლიტიკურ ზედაპირზე და დავალებების შესაბამისად უმტრონ საქართველოს.


„როგორც ყოველთვის ახლაც გასაჯაროვდა მილიონიანი გარიგება ნაცმოძრაობასა და ამერიკულ იურიდიულ კომპანიას შორის, რაშიც 360000 დოლარი გადაიხადა ნაცმოძრაობამ. ეს გარიგება კი სულ ახლახან გაფორმდა, 2025 წლის 7 ივლისს. მოვალეობები იგივე, რაც ადრე, დიპლომატიური მხარდაჭერა აშშ-ში და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა.


„ნაცმოძრაობა“ 13 წელია ამხელა ფულს ხარჯავს ლობიზმში, მაგრამ სანუკვარ მიზანს, ხელისუფლებაში დაბრუნების, ვერ აღწევს, ისმის კითხვა, მაშინ რატომ? იმიტომ რომ იტივტივონ პოლიტიკის ზედაპირზე, არ დაავიწყდეთ, თითქმის 1%-ზე დასულ მხარდამჭერებს და ვინაიდან აგენტობაზე აქვთ ხელი მოწერილი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში უმტრონ საკუთარ ქვეყანას“,- წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031