გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

15-11-2018

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს.

ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დილის 11:00 საათიდან ეძებდნენ.

საბოლოოდ, სამწუხაროდ, მაშველებმა 30 წლის ქალბატონი და მისი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი იპოვნეს.

„სამშაველო ღონისძიება კორპუსის მკიდი კედლების დაზიანების პირობებში ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა. რამდენიმე სართული იყო დანგრეული, ფილები იყო ჩაცვენილი და ამის გამო საკმაოდ გაგრძელდა სამაშველო პროცესი. ძალიან ფრთხილად მუშაობდნენ მაშველები თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად. ორი ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი, დედის და შვილის. ცხედრები უკვე პროზექტურაში არიან გადასვენებული,“ - განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930