23-09-2025
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული „NGO“-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან. სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული „NGO“-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან. სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ. როცა შენი „საქმე“ ელემენტარულ ზღვარსაც ვერ გადის, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ტყუილზე, პოლიტიკურ დაკვეთასა და იაფფასიან პროპაგანდაზე ხარ აგებული. მხოლოდ გრანტებს და მფარველების ინტერესებს ემსახურები. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია!“, - წერს ქადაგიძე.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||