გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა

23-09-2025

თიბისი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ ჯილდო ნომინაციაში „ჩემპიონი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“.


საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს თიბისის სტრატეგიულ ხედვას, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკას, ადამიანის უფლებების პოლიტიკას და შესაბამის პრაქტიკულ ნაბიჯებს.


განსაკუთრებით აღსანიშნავია აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც:

  • შეიქმნა სამოქმედო გეგმა შშმ პირთა ჩართულობის გასაძლიერებლად ბანკის სხვადასხვა მიმართულებებში;
  • შეფასდა რამდენად მორგებულია თიბისის მობაილ ბანკი შშმ პირების საჭიროებებზე;
  • ჩატარდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის აუდიტი;
  • UX კვლევის გუნდმა შეისწავლა თიბისის შშმ პირი მომხმარებლების გამოცდილებები და შეიმუშავა რეკომენდაციები.

თიბისიში პროექტის განხორციელება გრძელდება და ეტაპობრივად გავრცელდება ყველა შერჩეულ მიმართულებაზე. შშმ პირთა ჩართულობა გახდა კომპანიის 2025–2027 წლების ESG სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო მიზანი, რომელიც დამტკიცებულია დირექტორთა საბჭოს მიერ.


„ჩვენთვის საამაყოა, რომ თიბისიმ მიიღო ჯილდო შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან და პარტნიორთან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. სწორედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევქმენით სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირების ჩართულობის გაძლიერებას ყველა ძირითადი მიმართულებით ბანკში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თანასწორი, მრავალფეროვანი და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნას, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის“ - მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილების კოორდინატორი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031