გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: ისე წერენ ალექსანდრე კარტოზიაზე, შევარდნაძის მთავრობაში განათლების მინისტრი იყოო, თითქოს „ვივამედელი“ მასხარა იუსტიციის მინისტრის პოსტს არ იკავებდა

23-09-2025

გიორგი გამსახურდია ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში ელჩად დანიშვნაზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.


გამსახურდიას განცხადებით, კარტოზიაზე ისე წერენ, რომ შევარნდაძის მთავრობის მინისტრი იყო, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ამავე მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის პოსტს და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა არაერთი წარმომადგენელი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს არ იკავებდა.


„ისე წერენ ეს მანქურთები კაცზე, შევარდნაძის მთავრობაში განათლების მინისტრი იყოო, რომ თითქოს ეს „ვივამედელი“ მასხარა იუსტიციის მინისტრის პოსტს არ იკავებდა და მთელი „ნაც-შპანა“, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს. ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი და უნამუსოდ, თან. თუმცა, ნაცები და ნამუსი, რა მოსატანია“, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930