გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს - ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში

24-09-2025

გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე. 


„რაც შეეხება გერმანიის ელჩის დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031