გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ფრანგი კარტოგრაფის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კავკასიის რუკა გადაეცა  

16-11-2018

პოლონეთში, საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულ მხარეს  ოფიცერი  გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის საკუთრებაში არსებული, ფრანგი კარტოგრაფის, გილიომ დელილის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ამ რუკის ასლი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.

 

არსებული ინფორმაციით, დოკუმენტი წარმოადგენს იმ დროისთვის  კავკასიის ყველაზე სრულყოფილი რუკის ორიგინალს, რომელიც 1713-1716 წლებში, ლუდოვიკო XIV-ის კარზე სტუმრობისას, სულხან-საბა ორბელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაციით იქნა შედგენილი.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც,  ლიდია შუბერტ-ვარდისიანმა, მისი მეუღლის, გიორგის სახელით, რუკა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს გადასცა, გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის წევრები, პოლონეთში ქართული დიასპორის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031