გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შაკო ჩაჩანიძე: დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტო, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების ფოტოები არის შეღებილი და შეურაცხყოფილი - მან სპეციალურად გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ბინძური პიარისთვის გამოეყენებინა

25-09-2025

„გუშინ დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტო, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების ფოტოები არის შეღებილი და შეურაცხყოფილი. რა თქმა უნდა, ეს ვანდალური აქტი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტმა „ქართულ ოცნებას“ უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დააბრალა, ხოლო შემდეგ სექტამ აიტაცა და დაიწყეს ხელისუფლებისა და ხელისუფლების მომხრეების ლანძღვა-გინება“, - წერს პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ვიდეო, რომელსაც აქვეყნებს, რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული და მასზე ჩანს, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების ფოტოებს საღებავი არ აქვს შესხმული. ჩაჩანიძე ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა ფოტოებზე ქაცარავას მითითებით „ნაცების ტიტუშკებმა“ შეასხეს საღებავი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ, ან შესაძლოა, ქაცარავამ ფოტოშოპი გამოიყენა.


„გუშინ დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტო, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების ფოტოები არის შეღებილი და შეურაცხყოფილი. რა თქმა უნდა, ეს ვანდალური აქტი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტმა „ქართულ ოცნებას“ უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დააბრალა, ხოლო შემდეგ სექტამ აიტაცა და დაიწყეს ხელისუფლებისა და ხელისუფლების მომხრეების ლანძღვა-გინება. ვიდეო, რომელსაც ფოტოსთან ერთად ვაქვეყნებ, რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული. როგორც ხედავთ, გარდაცვლილი ჯარისკაცების ფოტოებს არანაირი საღებავი არ აქვს შესხმული. ქაცარავამ, როგორც ამ ნაძირალას სჩვევია, სპეციალურად გამოაქვეყნა ძველი ფოტო, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ბინძური პიარისთვის გამოეყენებინა. უფრო მეტსაც გეტყვით, დიდი ალბათობით გარდაცვლილთა ფოტოებზე ქაცარავას მითითებით ნაცების ტიტუშკებმა შეასხეს საღებავი, რომ შემდეგ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ. არის მეორე ვარიანტი - ქაცარავამ ფოტოშოპით გააკეთა ეს სიბინძურე. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა ყველაფერი და კლავიატურის ლომი ქაცარავა პასუხს აგებს ამ სიბინძურეზე!“, - წერს შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031