გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

27-09-2025

32 წლის წინ სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ზაალ გელაშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.


„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის - ჯარისკაცთა, თუ მშვიდობიანი მოქალაქეების - სიცოცხლე შეიწირა”, - წერს გელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930