გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩილ ნიჟარაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

2-10-2025

დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს მმართველი გუნდის ხედვა და 4-წლიანი პროგრამის ძირითადი საკითხები გააცნო.


„ჩვენს გუნდს უკვე აქვს განხორციელებული არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. თუმცა წინ კიდევ უფრო მეტი საქმეა, რადგან მოქალაქეებთან ერთად შევთანხმდით, რომ მომდევნო ოთხი წელი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და მათი პრობლემების რეალურად მოგვარებაზე მიმართული. ამ არჩევნებში თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რადგან არჩევანს არა მხოლოდ კანდიდატზე, არამედ ქვეყნის მომავალზე აკეთებთ. ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ 4 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე. მჯერა, რომ ღირსეულ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ერთად კიდევ უფრო განვითარებულ და ძლიერ მომავალს შევქმნით“, - აღნიშნა არჩილ ნიჟარაძემ.


მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა ბუკიას ბაღში ჩატარდა, რომელსაც პარლამენტის წევრი, საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031