გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: მე ვერ მხედავთ ბანერებზე? მგონი, ჩემი სურათი ბევრად ლამაზია, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ

17-11-2018

"მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ საარჩევნო ბანერებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
"მე ვერ მხედავთ? მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი საუბარი ცოტა უხერხულია. ვნახოთ, სტრატეგიის შედეგსაც ვნახავთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


მისივე თქმით, ძველი სურათი ნაკლებად მოსწონდა და ახალი საარჩევნო ბანერები უფრო ევროპული სტილისაა.


„პირველი ტურის დროს მეგონა, რომ ჩემი სურათი ძალიან ბევრი და დიდი იყო. ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს, მე ეს სტილი უფრო მომწონს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31