გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბორჯომელების ყველა საჭიროებას გავეცანი, ჩემო ძვირფასო ბორჯომელებო, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, 4 ოქტომბერს ღირსეულად გაიმარჯვებს საქართველო!

3-10-2025

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბორჯომში, ე.წ ფაფის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.


მერობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, თუ რის გაკეთებას აპირებს ბორჯომის განვითარებისთვის.


„არსებულ საჭიროებებზე მოსახლეობასთან ერთად ვისაუბრეთ და მათ მოგვარებას ჩემი სამუშაოს პირველივე დღეებიდან შევუდგები. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოვიარე ყველა სოფელი და ქალაქის ყველა უბანი, არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა მქონდა მოქალაქეებთან, ბორჯომელების ყველა საჭიროებას გავეცანი. ჩემო ძვირფასო ბორჯომელებო, მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. 4 ოქტომბერს ღირსეულად გაიმარჯვებს საქართველო! გაიმარჯვებს ბორჯომი! გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ !“, - აცხადებს გელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930