გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

13-10-2025

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე შვიდ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.


გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები: მეთადონი (ფუძე), დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „ალფა-პვპ", ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.


დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 260 კვინტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით წარედგინათ.


ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031