გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ახლა, როცა ჩავარდა ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს

14-10-2025

ახლა, როცა ჩავარდა ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს, აქედან გამომდინარე, ემიჯნებიან მაქსიმალურად იმ ამბოხების მცდელობას, რომელიც მათ მიერვე იყო დაანონსებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


მისივე თქმით, ციხეში მოხვედრა არავის უნდა და ოპოზიციის ნაწილი საკუთარ თანამებრძოლებს ემიჯნება.


"არავის უნდა მოხვდეს ციხეში, შესაბამისად, ისინი ემიჯნებიან საკუთარ თანამებრძოლებს. ისინი იყვნენ თანამებრძოლები, ერთად გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას, ერთად გამოდიოდნენ შესაბამისი მოწოდებებით. ახლა, როცა ჩავარდა ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს, აქედან გამომდინარე, ემიჯნებიან მაქსიმალურად იმ ამბოხების მცდელობას, დამხობის მცდელობას, რომელიც მათ მიერვე იყო დაანონსებული,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031