გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერი, პაკისტანელი ანას სარვარი შეშფოთებულია, რომ შოტლანდიის ყველა უწყების ხელმძღვანელი თეთრკანიანია

15-10-2025

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერის, პაკისტანელი ანას სარვარის გამოსვლიდან ვიდეო ფრაგმენტს აქვეყნებს, სადაც შეშფოთებას გამოხატავს, რომ შოტლანდიის ყველა უწყების ყოველი ხელმძღვანელი თეთრკანიანია.


„საშინელებაა, აბა რა! შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერი, პაკისტანელი ანას სარვარი - რომელმაც ამ პოზიციაზე შეცვალა თავისი „შოტლანდიელი“ თანამემამულე ჰამზა იუსეფი აღშფოთებასა შინა შეშფოთებულია:


„ყოველ სამთავრობო უწყებაში ყოველი საბჭოს ხელმძღვანელი - თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი უწყების დირექტორი - თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი კოლეჯის და უნივერსიტეტის რექტორი - თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი სკოლის დირექტორი - თეთრკანიანია. შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს ყოველი მოსამართლე - თეთრკანიანია. შოტლანდიის ციხის უფროსი - თეთრკანიანია. შოტლანდიის საინფორმაციო რედაქციის ყოველი უფროსი - თეთრკანიანია...“.


სავსებით გასაგებია ამ „შოტლანდიელის“ აღშფოთება - გუშინწინ იმავე კარდიფში ჩატარებულ საფეხბურთო მატჩს ვუყურებდი: უელსის ბელგიის წინააღმდეგ - რომლის წინ მთელი სტადიონი „აკაპელო“ მღეროდა საკუთარ ჰიმნს ვალიურ, და არა - არაბულ, ურდუს თუ პენჯაბურ ენაზე. ეს იმდენად აღმაშფოთებელი იყო „შოტლანდიელი“ თუ “ინგლისელი“ არათეთრკანიანი „აბორიგენებისთვის“ - რამდენადაც საოცრად სასიამოვნო თეთრკანიანებისთვის...“,- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031