გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: თუ დააკვირდებით, კრიმინალების დაკავების შემდეგ, მათი მოკავშირე პროპაგანდისტები იმას კი არ ამბობენ, კანონი არ დაურღვევიაო, ამბობენ - მარტოხელა დედაა, ოჯახის მარჩენალია, თავად არის ავად, გააგრძელე რადიკალთა „საბაბები“

20-10-2025

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ ისინი კანონდამრღვევების დაკავების შემდეგ, არ ამბობენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ, თუმცა, დაკავებულების გამართლებას სხვადასხვა საბაბით ცდილობენ.


„თუ დააკვირდებით, კრიმინალების დაკავების შემდეგ მათი მოკავშირე პროპაგანდისტები იმას კი არ ამბობენ, კანონი არ დაურღვევიაო, ამბობენ... დედის საფლავზე მიდიოდა მარტოხელა დედაა ოჯახის მარჩენალია ავადმყოფი დედა ჰყავს თავად არის ავად მენტალური პრობლემები აქვს პედაგოგია ექიმია ჟურნალისტია გააგრძელე რადიკალთა „საბაბები“, რის გამოც მათი აზრით კრიმინალთა დაკავება არ შეიძლება“,- წერს ქართველიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31