გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: როგორ შეიძლება ისეთი უცოდინარი ადამიანი, როგორიც კაია კალასია, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იყოს - ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია

21-10-2025

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე არმინ ლაშეტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია.


მისი განცხადებით, როცა ისმის გაფრთხილებები იმის თაობაზე, რომ ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ „ჰამასი“ სწრაფად არ განიარაღდება, კაია კალასი ისრაელს სანქციებით ემუქრება.


„როგორ შეიძლება ისეთი უცოდინარი და არაკომპეტენტური ადამიანი, როგორიც კაია კალასია, გახდეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში? მაშინ, როცა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან ისმის გაფრთხილებები, რომ სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ „ჰამასი“ სწრაფად არ განიარაღდება, კალასი პირიქით, ისრაელს სანქციებით ემუქრება. ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია“, - წერს არმინ ლაშეტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031