გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი გოგი გვახარიაზე: „ამხელა კაცმა” ჩვენი ფოტოს დაშეარების გარდა, აზრი რომ ვერ გამოიტანა საოცარი კონცერტიდან, სადაც გენიალური ქართველი კომპოზიტორის, დავით თორაძის მუსიკა გაცოცხლდა ძეფირელის ფონდის დარბაზში, ვფიქრობ, სერიოზული შემოქმედებითი

21-10-2025

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმიანება გოგი გვახარიას შეფასებას ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, ქართველი კომპოზიტორის - დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამოს შესახებ.


წილოსანის განცხადებით, „ამხელა კაცმა“ მისი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ჭიჭინაძის ფოტოს გაზიარების გარდა, სხვა აზრი რომ ვერ გამოიტანა კონცერტიდან, ეს სერიოზულ შემოქმედებით და ღირებულებით კრიზისზე მიუთითებს.


„ამხელა კაცმა“ ჩვენი ფოტოს დაშეარების გარდა აზრი რომ ვერ გამოიტანა ამ საოცარი კონცერტიდან, სადაც გენიალური ქართველი კომპოზიტორის, დავით თორაძის მუსიკა გაცოცხლდა ძეფირელის ფონდის დარბაზში, ვფიქრობ, სერიოზული შემოქმედებითი და ღირებულებითი კრიზისი აქვს და გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო“, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930