გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ რუქ ალ მარს შეხვდა

22-10-2025

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ რუქ ალ მარს შეხვდა.


შეხვედრას ესწრებოდნენ “აწარმოე საქართველოში” დირექტორი-მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე თორნიკე ჯობავა და  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - გიორგი ჯანჯღავა.


 მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო ორმხრივი ტურისტული ნაკადების გაზრდას და საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930