გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები შოუბიზნეს დაიჯესტი
წერეთლის გამზირზე, ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს ავტომანქანა დაეჯახა

19-11-2018

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, „მერსედესის“ მარკის „ჯიპი“ ფეხით მოსიარულე ორ ადამიანს დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.


როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031