გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Bloomberg: ჩინეთი მიწის იშვიათი ლითონების ექსპორტის სანაცვლოდ, გერმანიის სამრეწველო საიდუმლოებზე წვდომას იღებს - გერმანიის მთავრობა საფრთხეს აღიარებს, მაგრამ ეფექტიანი ბერკეტები არ გააჩნია

26-10-2025

ჩინეთი გერმანიისგან იშვიათი ლითონების ექსპორტის სანაცვლოდ, გერმანიის სამრეწველო საიდუმლოებზე წვდომას იღებს. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.


Bloomberg-ის ცნობით, გერმანია ჩინეთიდან იღებს თავისი იშვიათი ელემენტების დაახლოებით 95 პროცენტს, რომლებიც აუცილებელია ელექტრონიკის, ავტომობილების, იარაღის და სხვა ტექნოლოგიების წარმოებისთვის. ამ მასალების იმპორტის ლიცენზიის მისაღებად, გერმანული კომპანიები ახლა ვალდებულნი არიან, ჩინეთს მიაწოდონ დეტალური და კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის წარმოების დიაგრამები, პროდუქტის ფოტოები, მომხმარებელთა სიები და წლიური წარმოების მოცულობა.


კომპანიები იძულებულნი არიან დაიცვან ახალი მოთხოვნები, რითაც, ფაქტობრივად, ოფიციალურ პეკინს გაუმჟღავნებს თავიანთ სავაჭრო საიდუმლოს.


სააგენტოს თანახმად, გერმანიის მთავრობა აღიარებს საფრთხეს, მაგრამ არ გააჩნია ეფექტიანი ბერკეტები. კომპანიები ასევე ხვდებიან, რომ ჩინეთზე დამოკიდებულება საშიშია, მაგრამ თუ ისინი დაიწყებენ სხვა იშვიათ მიწა ელემენტების მომწოდებლების ძებნას, ეს ძვირი დაჯდება - მათ მოუწევთ მიწოდების ჯაჭვების, ლოგისტიკის, კონტრაქტების და შესაძლოა, ტექნოლოგიების შეცვლა.


როგორც Bloomberg-ი წერს, აღნიშნული მიზეზების გამო, ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ: „ჩვენ მზად ვართ ჩვენი მარაგების დივერსიფიკაციისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ამ ხარჯებს აგვინაზღაურებს“. ხელისუფლება, თავის მხრივ, ამბობს, რომ ეს თავად კომპანიების პასუხისმგებლობაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031