გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები

30-10-2025

„ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ ჟურნალისტის შეკითხვას, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის დანაშაულები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობდეს.


„ის დანაშაულები, რაც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ ასებობდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და ნამდვილად ხელს უშლის პოლიტიკური მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. რაც შეეხება ამ პარტიებს , მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რას გადაწყვეტს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728