გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ქორწილის დროს სროლის კადრები. ატყდა კომენტარებში ხელისუფლების გინება, დაბრუნდა 90-იანი წლებიო. გავარკვიე, რომ ვიდეო გადაღებულია სოფელ ორსანტიაში, ნაცმოძრაობის წევრის, ბესიკ გაბუნიას შვილის ქორწილში

30-10-2025

„ამ ვიდეოს, ჩემი პოსტის შემდეგ ალბათ „მთავარი არხი“ მალევე წაშლის, მაგრამ არაუშავს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ეს მავნებლები აუცილებლად ვამხილოთ. გუშინ ოპოზიციის პროპაგანდისტულმა „მედიამ“ გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ასახულია ქორწილის დროს იარაღებიდან გასროლის კადრები. ატყდა კომენტარებში ხელისუფლების გინება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები და ასე შემდეგ. ჩავეძიე ამბავს და გავარკვიე, რომ ვიდეო გადაღებულია ბესიკ გაბუნიას შვილის ქორწილში“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, არ უნდა დაუჯეროთ არც ერთ პროპაგანდის ინსტრუმენტს, სანამ სიტუაციაში არ გაერკვევით.


„ამ ვიდეოს, ჩემი პოსტის შემდეგ ალბათ "მთავარი არხი" მალევე წაშლის, მაგრამ არაუშავს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ეს მავნებლები აუცილებლად ვამხილოთ. გუშინ ოპოზიციის პროპაგანდისტულმა "მედიამ" გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ასახულია ქორწილის დროს იარაღებიდან გასროლის კადრები. ატყდა კომენტარებში ხელისუფლების გინება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები და ასე შემდეგ. ჩავეძიე ამბავს და გავარკვიე, რომ ვიდეო გადაღებულია ბესიკ გაბუნიას შვილის ქორწილში. თავად ბესიკ გაბუნია გახლავთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სოფელ ორსანტიაში, საკრებულოს წევრი. ამიტომ არ უნდა დაუჯეროთ არც ერთ პროპაგანდის ინსტრუმენტს, სანამ სიტუაციაში არ გაერკვევით. იმედი მაქვს „მთავარი არხი“ ისეთივე მონდომებით გამოკითხავს ნაცგაბუნიას გასროლების თაობაზე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს ესხმის თავს!“ - წერს ლატარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930