გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში არაერთი ცრუ ინფორმაციაა აქედან გაგზავნილი ცრუდასმენებიდან - ცრუ აღქმებზე დაფუძნებული პოლიტიკით, დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვერ შედგება

5-11-2025

„საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში არაერთი ცრუ ინფორმაციაა და ბევრი მათგანი, რომ იტყვიან კომბინაცია „copy-paste“ არის გადმოღებული აქედან გაგზავნილი ცრუდასმენებიდან“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე წერს სოციალურ ქსელში.


ანჯაფარიძის თქმით, ყველაზე ამაზრზენი ამ შემთხვევაში მარტა კოსის მიერ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება განსხვავებული აზრის გამო ხალხს ციხეში იჭერს.


„საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში არაერთი ცრუ ინფორმაციაა და ბევრი მათგანი, რომ იტყვიან კომბინაცია „copy-paste“ არის გადმოღებული აქედან გაგზავნილი ცრუდასმენებიდან. ყველაზე უფრო ამაზრზენი იყო გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ის ცრუ განცხადება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება განსხვავებული აზრის გამო აგზავნის ციხეში ხალხს.


არადა, ყველამ ვიცით, რომ ის ხალხი ციხეში კონკრეტული და დადასტურებული დანაშაულის გამო მოხვდა, რომელიც ხშირად განზრახ ჩაიდინეს, რომ ევროპაში შესაბამისი აღქმები შეექმნათ. ცრუ აღქმებზე დაფუძნებული პოლიტიკით კი ვერანაირი პროდუქტიული დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვერ შედგება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031